„ნაცმოძრაობა“ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მითვისებასთან დაკავშირებით 20:00 საათზე აქციას გამართავს
26-04-2016, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 20:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს, სადაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიისა და მისი მიმდებარე 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისებას გააპროტესტებს, - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა თავის ნაკვეთში შეიყვანა. ”ამ ტერიტორიას თან ჰქონდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რომელიც მთლიანად შეცვალა და იქ თავისი რეზიდენციის მშენებლობას აპირებს”, - განაცხადეს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.

 

მათივე ინფორმაციით, მიმდებარედ უნდა გასულიყო კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, რის გამო 548 ხე მოიჭრა და დაიხარჯა თითქმის მილიონი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. მათივე ინფორმაციით, ივანიშვილის მოთხოვნით იქ გზა აღარ აშენდება.

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურ ბაღთან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ და ბაღის გარკვეული ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ წერილზე პასუხი მოსთხოვეს.

 

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის დირექტორის მიერ ხელმოწერილი წერილით ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბაღს 4 ჰექტარი წაართვა, რაც კატეგორიულად უარყო თამაზ დარჩიძემ და განაცხადა, რომ ”არანაირი გადაცემა არ მომხდარა”.

 

”შენ ხარ ძალიან დიდ შარში. ამაზე აგებ პასუხს. შენი წერილი არის თუ არა ეს? ”, - მიმართა მელიამ დარჩიძეს.

 

თავის მხრივ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა მას წერილის ”კარგად წაკითხვა” ურჩია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი