ბოტანიკური ბაღის დირექტორი: მივიღეთ შემოთავაზება, გაგვეცვალა ფართის უცვლელად ტერიტორია - ჩვენ ამაზე დავთანხმდით
26-04-2016, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თამაზ დარჩიძეს ”ხელის ბიჭი” უწოდა. მელია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ირაკლი აბესაძესთან ერთად მივიდა და დარჩიძეს იმ წერილთან დაკავშირებით მოსთხოვა პასუხი, რომლითაც ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა გასხვისდა.

 

 

თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ”ტყუილი” უწოდა ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განმარტა, რომ ადგილი აქვს იგივე კამპანიას, რასაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ჰქონდა.

 

 

”ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შემოთავაზება, გაცვლიდა თუ არა ფართის უცვლელად ტერიტორიას სხვა, ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმჯელეთ 2 თვე სპეციალისტებთან ერთად და მივიჩნიეთ, რომ ტერიტორია, რომელიც შესაძლოა შემოსულიყო ჩვენს შემადგენლობაში, იყო გაცილებით უკეთესი და სასარგებლო ბოტანიკური ბაღისთვის, ვიდრე ის რაც გვქონდა. ბუნებრივია, ჩვენ გავცვალეთ ტერიტორიები”, - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

 

 

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბაღს 4 ჰექტარი ”ბიძინა ივანიშვილმა წაართვა”. "გუშინ, ეს ოთხი ჰექტარი იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, დღეს კი ბიძინა ივანიშვილის ბალანსზეა, მე პირადად ამ ამბავს შევაკვდები" - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი