შსს-მ რუსთავში ”ნაცმოძრაობის” წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
26-04-2016, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა აბულაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

 

 

უწყების ცნობით, მომხდარზე ძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში კი ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა უკვე დაიწყო.

 

 

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, რუსთავის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრს, მამუკა აბულაძეს ფიზიკურად რუსთავის მერიის მაღალჩინოსნები გაუსწორდნენ.

 


თავის მხრივ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს რუსთავის მერიაში პასუხობენ.

 

 

”პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, რომელიც მოჰყვა მამუკა აბულაძის მხრიდან მერიის თანამშრომლების მისამართით წამოსულ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ვიღაცა შეუვარდა კერძო საკუთრებაში არის ტყუილი. ეს იყო ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოყვა მამუკა აბულაძის მიერ მოწყობილ შეგნებულ პროვოკაციას, რის შემდეგაც, სასწრაფოდ მოიწვია პრესა და ვისი გვარიც კი გაახსენდა თვითმმართველობიდან, ყველა კონფლიქტის მონაწილედ დაასახელა“, - განაცხადა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსმა თამარ აქუბარდიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი