სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატებს საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. საუბარია საქალაქო სასამართლოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ადვოკატები ასაჩივრებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ივლისს დააკავეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის ყოფილი მერი დღეს დილით გლდანის ციხიდან "მატროსოვზე" გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.