არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ადასტურებს, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხატებისთვის შეწირული რამდენიმე სამკაული დაიკარგა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ქალმა მოიკითხა მის მიერ შეწირული საყურეები, რომელიც ხატზე აღარ იყო. აღნიშნულის შემდეგ დააკვირდნენ და შენიშნეს, რომ სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ”მსწრაფლშემსმენელის" ხატებთან რამდენიმე სამკაული აღარ ეკიდა. მისივე განმარტებით, დაკარგული სამკაულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„ქალბატონი მოვიდა და განაცხადა, რომ სამებაში მომხდარი ხანძრის შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი იმყოფებოდა ტაძარში და შეწირული საყურეები ხატთან აღარ ჩანდა. მოვიკითხეთ და ეს საყურეები არ იყო. შემდეგ ხატისთვის შეწირული სხვა სამკაულებიც ვერ ვნახეთ. აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი დაკარგულია“, - განაცხადა მამა იოანემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.
არქიმანდრიტის განცხადებით, სამკაულების დაკარგვის ფაქტები პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატის , ასევე „ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატთან” დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.