მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციამ შესაძლოა კავკასიაში ძალიან დიდი ომი გამოიწვიოს, - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ.
მისი ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში კვლავ გრძელდება სამხედრო მოქმედებები, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენებით.
„არ უნდა დავუშვათ არსებული კონფლიქტის ესკალაცია. თუ რეციდივი მოხდა და დაიწყო ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ აქტიური და პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით, ეს მთელ კავკასიას ააფეთქებს“, - განაცხადა ბორდიუჟამ ტელეკომპანია „ბიბისის“ კორესპონდენტის კითხვაზე პასუხისას.
„ახლა მთავარია, რეგიონში მშვიდობა ვუზრუნველყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიაში ძალიან დიდი ომი იქნება“, - დასძინა მან.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში 6 ქვეყანა - რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი შედიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.