ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა მისი ოჯახისთვის გირაოში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.
ფირცხალავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ოჯახს ქონება არავისთვის წაურთმევია და არც ქრთამი აუღია, აქედან გამომდინარე ”ოჯახს აღნიშნული თანხა როდესაც დასჭირდა მაშინ მოითხოვა”.
საქმე ეხება 15 ათას ლარს, რომელიც ირაკლი ფირცხალავას გირაოს სახით შეეფარდა.
აღნიშნული თანხის დაბრუნების თხოვნით სასამართლოს განცხადებით ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ მიმართა.
"მე ვმონაწილეობდი ყუფარაძის დაჯგუფების დაკავებაში. ვმონაწილეობდი გოშაძის დაჯგუფების დაკავებაში. ახლა ამ პროკურატურის მამა-მარჩენალმა მე დამიჭირა და ისინი გაათავისუფლა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი ოჯახი არის პოლიციელის ოჯახი. არავისთვის არც ქონება წამირთმევია და არც ქრთამი ამიღია. როდესაც ოჯახი ვეღარ იხდის რაღაცას და დასჭირდა ეს თანხა, მაშინ მოითხოვა ჩემმა მეუღლემ ის. მე პატიმრობა უკვე მაქვს მოსჯილი და თუ გნებავთ ბატონო მოსამართლევ, აქაც მომისაჯეთ წინასწარი პატიმრობა. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი მეუღლის შუამდგომლობა", - განაცხადა ფირცხალავამ პროცესზე.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტიას გირაოს სახით გადახდილი 15 ათასი ლარი უკან დაუბრუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.