იაცეკ საირუშ ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდნენ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
26-04-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, - აცხადებს ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრი იაცეკ საირუშ ვოლსკი.

 

 

”ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას. მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე თბილისის ყოფილი მერი. ასევე, ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის, ”რუსთავი 2”-ის შევიწროებას. ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამასვე ვითხოვდით უკრაინისგან, როდესაც ვითხოვდით იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას. ასევე ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა ვოლსკიმ, რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 2
#2   VAL
      
ასეა თუ გინდა საძმოში მიგიღოთ იყავით ღირსეულიოო. .. მაგას ნიშნავს ეგ თხოვნაა თუ რეკომენდაცია.
იბანას ვოლსკი რას ამბობს მის ბიძაშვილზე ნეტაა☺☺
27 აპრილი 2016 09:11
#1   ლევანი
      
ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მტერია. ისინი ჩვენს ქვეუანაში უკანინობის დამკვიდრებას ცდილობენ-რა უფლება აქვთ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის,რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას-გვევაჭრებით?!
26 აპრილი 2016 12:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი