საქართველოს პარლამენტში დღეს სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია „ჩემი მომავალი ბიზნესი გაიმართა.“
კონფერენცია ეკონომიკის ექსპერტისა და მწერლის, ვაჟა კაკაბაძის ინიციატივით მოეწყო.
ვაჟა კაკაბაძე აცხადებს, რომ მოზარდების ბიზნესით დაინტერესებას ხელშეწყობა ესაჭიროება. მისი თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი ბიზნესგეგმები არაფრით არ ჩამოუვარდება წარმატებული ბიზნესმენების ბიზნესგეგმებსაც კი.
ყველა თემა - ბიზნესის გეგმა იყო ძალიან კარგი, მაგრამ გამოვყოფდი საბა ბიწაძის და გიორგი მაჭავარიანის ბიზნესის გეგმას, რომელიც შეეხებოდა შოკოლადის წარმოებას საქართველოში. მათ დეტალურად ჰქონდათ გაანალიზებული წარმოების მთელი პროცესი და რაც მთავარია, წარმოებაში იყენებენ მხოლოდ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას. ძალიან კარგი იყო მარიამ გოგებაშვილის და თამთა მეგრელიშვილის ბიზნესის გეგმა, რომელიც შეეხებოდა თბილისში კაფე-ბიბლიოთეკის გახსნას, მათ თანამედროვე ხედვიდან გაანალიზეს ამ კაფე-ბიბლიოთეკის საჭიროება და დაასაბუთეს არა მარტო მისი მოგებიანობა, არამეთ მისი აქტუალურობაც. საყურადღებო იყო კვესელაძე მარიამის ბიზნესის გეგმა. მარიამმა დამოუკიდებლად განახორციელა მარკენტინგული კვლევა და წარმოადგინა სამკერვალო საწარმოს საქმიანობის პროექტი, ყველა ხარჯითა და შემოსავლით. მოწონება დაიმსახურა თამარ მიხელიძეს ბიზნესის გეგმამ, რომელიც ეხებოდა სპორტული დარბაზის შექმნას, მისი მთავარი სლოგანი იყო: ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით“, - აცხადებს ვაჟა კაკაბაძე.
კონფერენციას მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაკაბაძე აცხადებს, რომ მსგავსი ღონიეძიებების გამართვას სამომავლოდაც გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.