მოქალაქესთან კონფლიქტის გამო, გურჯაანის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს
26-04-2016, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურჯაანის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი, მანანა ჯანჯიბუხაშვილი მოქალაქე ეკატერინე პეტრიაშვილთან მომხდარი შელაპარაკების და კონფლიქტის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

 


”მიმდინარე წლის 21 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროს სპეციალისტ მანანა ჯანჯიბუხაშვილსა და მოქალაქე ეკატერინე პეტრიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, მანანა ჯანჯიბუხაშვილის მიერ საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელისა და დისციპლინური გადაცდომის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი