იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დამნაშავეა, ის ციხეში ჩაჯდება.
როგორც მან უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომელიმე რიგით მოქალაქეს იმის მეასედიც რომ ჩაედინა, რაშიც უგულავას გამოძიება სდებს ბრალს, მას ციხეში 30 ან მეტი წლით გამოკეტავდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომელიმე რიგით მოქალაქეს იმის მეასედიც რომ ჩაედინა, რაშიც უგულავას გამოძიება სდებს ბრალს, "ნაცმოძრაობა" მას 20-30 და მეტი წლით გამოკეტავდა ციხეში, იქ დააავადებდა და ამ ადამიანს ციხიდან გამოსვლა ვერ ეღირსებოდა. ჩვენთვის ადამიანი მთავარი ღირებულებაა, რაც რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე ქუჩაში უნდა დადიოდეს" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, ყველას მიმართ ერთი და იგივე წესი არსებობს - რიგითი ადამიანებისთვის და ისეთი ადამიანებისთვისაც, როგორიც უგულავაა.
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ ის დამნაშავეა, მიბრძანდება ციხეში და თუ დაადგენს, რომ უდანაშაულოა გამოვა და ციხეში აღარ ჩაჯდება" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
დედაქალაქის ყოფილი მერი გასულ კვირას დააკავეს. მას ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის წარდეგინა, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისკენ. ასევე, წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.
უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ კი, ადვოკატებს დღეს, სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.