საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილოს.
შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში.
აღსანიშნავია, რომ ”ევროპის სახალხო პარტია” ზაფხულის სესიასთან დაკავშირებული ჩანაწერის წინააღმდეგი იყო, თუმცა EPP-ს შესწორება ჩავარდა.
მიმდინარე პროცესს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ეხმიანება.
”საბოლოო ჯამში მიღებულია ძალიან დადებითი რეზოლუცია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის სასარგებლო ბევრი მომენტია. EPP წინააღმდეგობას უწევდა ჩანაწერს, რომელშიც ჩვენ ვამბობთ,რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხები უნდა დაჩქარდეს და საზაფხულო სესიაზე უნდა მივიღოთ. ისინი ამბობდნენ, რომ არა. გასაგებია, რომ ეს იყო მოთელვა იმ დიდი კენჭისყრის წინ, რომელიც იქნება და EPP გაუწევს, როგორც ჩანს, სერიოზულ წინააღმდეგობას, მაგრამ ხმების შეფარდება ევროპარლამენტშიც ისეთივე იქნება, როგორც ამ კომიტეტზე”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, EPP-ს წინადადებას მხარი არ დაუჭირა არც ”ნაციონალურმა მოძრაობამ”.
”EPP-მ გააკეთა განცხადება ვიზალიბერალიზაციის მიცემაზე არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას ჩვენ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ზოგადად, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, იმიტომ რომ ვიზალიბერალიზაციას ქართული მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს”, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ტარიელ ლონდარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.