საქართველოს ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრის, იაცეკ საირუშ ვოლსკის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
"ბატონი ვოლსკის დღევანდელი საქციელი საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის, რასაც ბატონი საირუშ ვოლსკი ამბობს, არის აბსოლუტური სიცრუე და მისი პირადი განწყობა, პირადი პოზიცია და ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცი, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების ოფიციალური პოზიცია.
რაც არ უნდა მოინდომოს საირუშ ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ,” - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, -განაცხადა ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.