მე მიხარია, რომ მოსახლეობა ერთიანდება ჩვენს ფონდში და ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები გამოვასწოროთ მათი ცხოვრება და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ, - აღნიშნული განცხადება „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გარდაბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ბურჭულაძემ გარდაბანში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ზაზა ონიანთან და ფონდის შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელთან ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად გახსნა. ფონდის დამფუძნებელმა და ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართეს. მათ კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
„მომავლის იმედი არ აქვს ხალხს, ძალიან დიდი პრობლემებია. მე მიხარია, რომ მოსახლეობა ერთიანდება ჩვენს ფონდში და ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები გამოვასწოროთ მათი ცხოვრება და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ, რადგანაც ხალხი მონდომებულია დაუდგეს „საქართველოს განვითარების ფონდს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გარდაბანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.