თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეეცადნენ, რომ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე მერიის საპარკინგო ტერიტორიაზე არ შეეშვათ.
მერიის ტერიტორიაზე ირაკლი ლექვინაძე ავტომობილით შევიდა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლექვინაძე შეძახილებით გააცილეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნარამანია კვლავ ცდილობს თბილისელებს დაემალოს, ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც ჩაიდინა კაბინეტში დამალვით დაფაროს. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგაცემა თბილისელებისთვის, თუ რატომ მიისაკუთრა ივანიშვილის კომპანია ბოტანიკური ბაღის ოთხი ჰექტარი მიწა, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.
ამ დროისთვის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მერიის იმ შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც პარკინგი მდებარეობს. პოლიციამ აღნიშნულ შესასვლელთან კორიდორი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.