დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს
27-04-2016, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი დავით ნარმანია იმალება, ვინაიდან მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მისცა და ამავე დროს საკრებულოში დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც ნარმანია უნდა დასწრებოდა, გადაიდო.

 

 

ცოტა ხნის წინათ მერიაში ასევე მოვიდა საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე, რომელიც, აბესაძესთან ერთად თბილისის მთავრობის სხდომაზე შეეცდება დასწრებას.

 

 

აქამდე არსებული პრაქტიკით, მედიას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში დასწრებისა და როგორც განცხადებების ჩაწერის, ისე ვიდეოკადრების გადაღების საშუალება ჰქონდა, დღეს კი ჟურნალისტებს მხოლოდ შენობის ფოიეში შესვლის ნება მისცეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი