პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. მთავრობის წევრებმა კრწანისში ედუარდ შევარდნაძის საცხოვერებელი სახლი ცოტა ხნის წინათ დატოვეს.
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს და მის ახლობლებს. ბატონი შევარდნაძე იყო მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, მისი როლი, დამსახურება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას აღიარებენ ყოფილი და თანამედროვე პოლიტიკოსები და მსოფლიო ლიდერები. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონი ედუარდ შევარდნაძე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილთან ერთად შევარდნაძის გარდაცვალება ოჯახს მიუსამძიმრეს მინისტრებმა ირაკლი ალასანიამ, თამარ სანიკიძემ, მაია ფანჯიკიძემ, თეა წულუკიანმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, ნოდარ ხადურმა, ალექსი პეტრიაშვილმა, ლევან ყიფიანმა, გურამ ოდიშარიამ.
კრწანისის რეზიდენციაში მიდიან ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაგუნდელები და მეგობრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.