თბილისის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებსა და საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ.
”გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქის მთავრობის წევრებს არა აქვთ პასუხები ჩვენ შეკითხვებზე, მათ აირჩიეს აგრესიული სტრატეგია, რამაც სხდომაზე შელაპარაკება გამოიწვია. ეს ყველაფერი კი სიტყვიერ შეურცხყოფამდე მივიდა”, -განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
"როგორც ჩანს, მოუწევთ მრავალრიცხოვანი აქციების ატანა და კაბინეტიდან ფიზიკური ძალის გამაყენებით გამოყრა" - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმიდნარეობს. სხდომაზე შევიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები, თუმცა მათი თქმით, დედაქალაქის მერისგან ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.