საქართველო ნატო-ს წევრი და PFP-ის ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
27-04-2016, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ნატო-ს წევრი და PFP-ის ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. სასტუმრო „Holiday Inn“-ში კონფერენცია თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა.

 


კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა იქნება. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა სერჟანტთა კორპუსის პროფესიონალიზაციისთვის.

 


„შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩამოსულია ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი. შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ საქართველოს სერჟანტთა სკოლა ვითარდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი შეიარაღებულ ძალებში. შეხვედრა ძალიან საქმიანი და დატვირთული იქნება. სხვადასხვა ქვეყნის სერჟანტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს და ცოდნას გაუზიარებენ. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს წარმატებული ადგილი უკავია არა მარტო რეგიონში, არამედ, ნატოს ქვეყნებს შორისაც,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 


დღის ბოლოს სამუშაო შეხვედრის მონაწილე უცხოელი სერჟანტები და ექსპერტები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს ცენტრის ისტორიის, სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 


სამუშაო შეხვედრა თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა „თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის“ (DEEP) ორგანიზებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი