გერმანიის ქალაქების, დიუსელდორფის, კიოლნის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ფრანკფურტის და მიუნხენის აეროპორტებში გაფიცვამ 80 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა პრობლემა. გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-ს ასეულობით რეისი შეჩერებულია. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
სახმელეთო ეკიპაჟი, გერმანიის მშრომელთა პროფკავშირების - ვერდის მოწოდებით, მასობრივ გაფიცვაში მონაწილეობს და ხელფასების მომატებას ითხოვს.
გაფიცვის გამო, Lufthansa-მ დაახლოებით 900 რეისი გააუქმა. ძირითადად კონტინენტთშორისი ფრენებია შეფერხებული, მაგრამ შიდა რეისების შესრულებასაც შეექმნა პრობლემები.
Air Berlin-მა, გერმანიის მე-2 ყველაზე მსხვილმა ავიახაზებმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით შუა დღის საათებამდე ყველა შიდა რეისს აუქმებს.
გერმანიის მშრომელთა პროფკავშირებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 28 - 29 აპრილს უნდა გაიმართოს.
ვერდი - გერმანიის მშრომელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირები საზოგადოებრივ მომსახურების სფეროში 2 მილიონი დასაქმებულისთვის ხელფასების 6%-იან ზრდას მოითხოვს. ის ასევე სტაჟიორებისთვის ხელფასის ყოველთვიურად 100 ევროთი გაზრდასაც ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.