სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე და მის სუვერენიტეტზე მაღლა, არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ დგას!
08-07-2014, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინში, დიდი სკანდალი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელი იმხილება აშშ-ს სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ კანცლერმა მერკელმა გაგულისებულმა განაცხადა, რომ იგი გადახედავს აშშ-სთან მომავალი "თანამშრომლობის მიზანშეწონილობას".

 

 

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინათ ასევე აურზაური ატყდა იმასთან დაკავშირებით (რომელსაც მოჰყვა ფაქტობრივი დადასტურება), რომ გერმანიის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ კანცლერ მერკელის სატელეფონო საუბრები ისმინებოდა აშშ-ს შესაბამისი სამსახურების მიერ! მოკლედ, პოლიტიკურ დასავლეთს რომ ერთგვაროვანი ინტერესები არ აქვს, ამის მაჩვენებელია ეს შემთხვევები...

 

 

ამ ფაქტებმა, ერთი ინტერვიუ გამახსენა გერმანულ "შპიგელში", რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში შედგა აშშ-ს ერთ-ერთ გადამდგარ გენერალთან, კითხვაზე, - თუ როდის მოხდება ამერიკული შეიარაღებული ძალების კონტინგენტის შემცირება და მისი საბოლოოდ გაყვანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიიდან (აშშ-ს იმ პერიოდში, გერმანიაში სამ ათეულ სამხედრო ბაზაზე, დაახლოებით 120 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განთავსებული!), მას შემდეგ, რაც - ა) სსრკ დაიშალა, ბ) ვარშავის სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულების ბლოკი აღარ არსებობს და გ) გერმანია გაერთიანდაო, - ამერიკელმა გენერალმა უპასუხა, - თქვენ, გერმანელები და გერმანია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდით, ჩვენ კი, ამერიკელებმა გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ "კიდევ ერთი გამარჯვებული", ანუ სსრკ დაიშალა და საფრთხეს აღარ წარმოადგენს დასავლეთისთვის, ამერიკელები მაინც არ ვაპირებთ, "დღეიდან, კიდევ ერთი 50 წელი" გადავხედოთ მეორე მსოფლიო ომის შედეგებს გერმანიასთან მიმართებაშიო და ნატო-ს (მისი ეგიდით, აშშ-ს დანაყოფები), თუ უშუალოდ აშშ-ს სამხედრო ბაზები, ამ ხნის განმავლობაში მუდამ იქნებიან გერმანიის მიწაზეო! დიახ, აი ასე, დღესაც გერმანიის ტერიტორიაზე შემცირებული, მაგრამ "შინაურულად განლაგებული" 80 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

 

 


ჩვენში, როდესაც პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობაზე და მის სუვერენიტეტზე, კარგი იქნება თუ გაარჩევენ სუვერენიტეტის "რა ხარისხზეა" მსჯელობა ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში (თუნდაც, დასავლეთს განეკუთვნებოდეს იგი) და რომ, არ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა შენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეადარო ასოცირების ხელშეკრულებას (ან, ნებისმიერ სხვა საერთაშორისო დოკუმენტს) ვისთანაც არ უნდა იყოს იგი დადებული. პრეზიდენტმა და გენერალმა შარლ დე გოლმა, როდესაც საფრანგეთის აწმყოზე და მომავალზე ფიქრობდა, მიიღო გადაწყვეტილება და უწინარესად, საფრანგეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტირებულად შენარჩუნების მიზნით, უარი თქვა ამერიკული ბაზების (ნატო-ს ეგიდით) განლაგებაზე საფრანგეთის ტერიტორიაზე (თუმცა, საბჭოთა საფრთხე მასაც ემუქრებოდა). ამის შედეგად, დღეს, ნატო-ს წევრი საფრანგეთის რესპუბლიკის მიწა-წყალზე არც ერთი უცხოური სამხედრო ბაზა არ არის განთავსებული, გარდა ფრანგულისა და არც "გერმანულის მსგავსი" სკანდალები არ ფიქსირდება პარიზში. ვფიქრობ, რომ დაკვირვებული პოლიტიკოსები ადვილად "იპოვნიან განსხვავებას", - ორი დიდი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტებს შორის!..

 

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი