ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კონგრესმენ სტივ რასელს განცხადებას გამოეხმაურა. იან კელის თქმით, სტივ რასელის მოსაზრებები, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს.
„რა თქმა უნდა, სტივ რასელი წარმომადგენელთა პალატის პატივსაცემი წევრია და უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებები გამოთქვას, მაგრამ მისი მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს,“ - განაცხადა იან კელიმ.
რამდენიმე დღის წინათ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვრცელი განცხადება გააკეთა და შეერთებული შტატების მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა მოსთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.