ნავთობზე ფასის დაცემისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ვენესუელას მთავრობამ საჯარო მოხელეთათვის ორდღიანი სამუშაო კვირის დაწესების შესახებ განკარგულება გასცა.
“ბი ბი სი”-ს ინფორმაციით, კრიზისის დარეგულირებამდე საჯარო მოხელეები სამსახურში მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს ივლიან.
გადაწყვეტილება 2 მლნ-მდე საჯარო მოხელეს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ აპრილსა და მაისში პარასკევი დღე უქმე დღედ გამოაცხადა, რათა ”შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.