გურამ ადამაშვილი აშშ-ს ელჩს, იან კელის პეტიციაზე გამოხმაურებისთვის მადლობას უხდის
27-04-2016, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი აშშ-ს ელჩის, იან კელის სტივ რასელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ადამაშვილი მადლობას უხდის ელჩს გამოხმაურებისთვის და აცხადებს, რომ იან კელის პასუხმა ცხადყო, რომ რასელის განცხადება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უხეშად ჩარევის მცდელობა იყო.

 

 

„ჩვენ ველოდით ბატონი კელის განცხადებას რასელის მოსაზრებებთან დაკავშირებით, პეტიიცითაც მივმართეთ მას. ელჩის დღევანდელმა კომენტარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის გამოსვლა ქართული ოპოზიციური პარტიის ტექსტს იმეორებდა მხოლოდ და მხოლოდ. რეალურად კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც სწორედ ამჟამინდელი მთავრობის გატარებული რეფორმების და ქვეყნის ეფექტური მართვით არის გამოწვეული. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ბატონ კელის პასუხისთვის,“ - აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრთან“ და „ახალგაზრდულ ცენტრთან“ ერთად, რამდენიმე დღის წინათ, იან კელის განცხადებით მიმართა. არასამთავრობოები ელჩს თხოვნით მიმართავდნენ, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის მოსაზრებებთან დაკავშირებით, ქართველი ხალხისთვის აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პოზიიციის შესახებ ეცნობებინა.

 

 

აშშ-ს ელჩის, იან კელის დღევანდელი განცხადებით კი ირკვევა, რომ კონგრესმენ რასელის მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს.

 

 

„რა თქმა უნდა, სტივ რასელი წარმომადგენელთა პალატის პატივსაცემი წევრია და უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებები გამოთქვას, მაგრამ მისი მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს,“ – განაცხადა კელიმ.

 

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, სტივ რასელმა აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას, პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოუწოდა, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კარგად დააკვირდეს, რადგან კონგრესმენის თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით. ამასთან, სტივ რასელმა აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს ”იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”, ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი