საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკელებს აქვთ ინტერესი, ჩამოვიდნენ და დაესწრონ ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიას. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გარკვევა, თუ ვინ იქნება ეს დელეგაციები.
"ამჟამად ვარკვევთ, თუ როგორ მოხდება ეს. იქნება ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც საპრეზიდენტო დელეგაცია ერქმევა, თუ ისინი ჩამოვლენ, როგორც კერძო პირები. ბევრ ამერიკელს ჰქონდა საქმიანი და პირადი ურთიერთობა ბატონ შევარდნაძესთან, როდესაც ის იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ შემდეგ როდესაც, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი", – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს, კრწანისში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.