პაატა ზაქარეიშვილი: მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვისაც
27-04-2016, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვისაც, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

”გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულად მიანიჭებს ბიომეტრული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უფლებას უახლოეს მომავალში. ეს წარმატება კიდევ მეტად გაზრდის საქართველოს მიმართ ნდობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში. მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვისაც, როგორც ნიშანი, იმისა, თუ როგორ მომავალს ვთავაზობთ მათ, კონკრეტულად რა ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს მათ ევროპული პერსპექტივა, იქნება ეს უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების, თუ სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების მიმართულებები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის წარმართვის მიმართულებით ჯერჯერობით არ არის ისეთი დინამიკა, როგორისკენაც ქართული მხარე მიისწრაფის.

 

 

”ამას, სამწუხაროდ ხელი ეშლება იმ ძალების მხრიდან, ვინც დაინტერესებულია კონფლიქტის შენარჩუნებითა და ხალხთა შორის ურთიერთობების ხელის შეშლით, თუმცა, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩართულობის პოლიტიკას. კერძოდ, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საარქივო მასალების გაცვლის/გადაცემის, გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიმდინარე წლის მარტში - ორმხრივი მოლაპარაკებების საშუალებითა და ჟენევის ფორმატის გამოყენებით მოვახერხეთ გრძელვადიანი პატიმრების გათავისუფლება. ასევე, წარმატებულია წითელი ჯვრის ფასილიტაციით ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაღუპულ და დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების და გვამების გაცვლის და გადმოსვენების საკითხში. ამას აქვს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ადამიანური მნიშვნელობა არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ სამშვიდობო პროცესისთვისაც“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი