თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტუაციის დაძაბვის მცდელობას.
როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაჭრილიყვნენ სხდომის მიმდინარეობაში, რამაც დისკომფორტი გამოიწვია.
„მთავრობის სხდომა დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მას ხელმძღვანელობს თბილისის მერი, რომელიც მიყვება დღის წესრიგს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების შემოსვლა არ იყო დაგეგმილი, ამიტომ ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ სხდომა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, სხდომაზე შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
დღეს, მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დასწრება სცადეს. ირაკლი აბესაძე, სევდია უგრეხელიძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები სხდომაზე მივიდნენ და როგორც განაცხადეს, მთავრობის წევრებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.