ნუკრი ქანთარია: ჩემდა გასაკვირად, ”ნაციონალურ მოძრაობას” ერთი თვისება აღმოაჩნდა - ძალიან დაგვიანებული სიყვარული ფლორასა და ფაუნის მიმართ
27-04-2016, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენ ახლად გამოჩეკილ ლანსელოტ მელიას მოვუწოდებ, ცოტა ფრთხილად და ზრდილობიანად იყოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

 

 

”ჩემდა გასაკვირად, ”ნაციონალურ მოძრაობას” ერთი თვისება აღმოაჩნდა - ძალიან დაგვიანებული სიყვარული ფლორასა და ფაუნის მიმართ. არის ოდები, რომ თურმე ებრალებათ ზვიგენი, რომელიც უნდა იყოს ზღვაში, ზებრა უნდა იყოს აფრიკაში და ასე შემდეგ. ერთი ხის გადარგვაზე მათი მხრიდან სისხლის ცრემლები იყო დაღვრილი და მერე, როდესაც ხემ ზღვა მშვიდად გაიარა და ახალ ადგილას დაიდო ბინა, რატომღაც ყველას დაავიწყდა და აღარვის ახსოვს, რომ ერთ-ერთი მაინც მივიდეს, წყალი დაუსხას, ნახოს, რა დღეშია. გუშინ გული ბოტანიკურ ბაღზე დაეწვათ, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, ამაში ჩაერთო ტელევიზიები და თურმე რა ყოფილა - ოთხი ჰექტარი მიემატა ბოტანიკურ ბაღს, ქვა-ღორღიანი ადგილი ჩამოეჭრა და გათავისუფლდა მათივე თხოვნით.

 

 

საქმე იმაში ყოფილა, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე პროექტი აქვს იმ ადგილას განსახორციელებელი. ერთია, რომ უნდა პრივატიზაცია წყლის, ჰაერის და მზის. აპირებს იაპონიიდან რეზერვუარი ჩამოიტანოს და ყველაფერს ძალიან მაღალი ფასი დაედება. აბა რა გვეგონა, აბა რისთვის ხარჯავდა ეს კაცი მილიარდებს?! რისთვის აშენებდა სკოლებს, მონასტრებს, საავადმოყოფოებს?! თურმე იმისთვის, რომ ამ ყველაფერს დაეუფლოს! აი, ამ რანგის ბოდვებში ხართ გახლართული ყველანი და გინდათ საქართველოც ამ დახლართულ ბოდვაში შეიყვანოთ. ერთი რამ გავიწყდებათ - საქართველო ნამდვილად არ არის დაბრმავებული, რომ ვერ დაინახოს ის, რაც ხდება და დაავიწყდეს ის რაც ხდებოდა - ცოცხები ნამდვილად არავის მონატრებია!”, - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი