ევროპარლამენტის თავმჯდომარე, მარტინ შულცი უახლოეს თვეებში საქართველოს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, მარტინ შულცი საქართველოს ქართული მხარის მოწვევით ესტუმრება.
”მიხარია, რომ ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ჩვენი მოწვევა და მომდევნო თვეებში საქართველოს ეწვევა. მჯერა, რომ ევროპარლამენტიდან კარგ ამბებს ჩამოიტანთ”, - მიმართა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე შულცს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.