პალესტინელმა რადიკალებმა თელ-ავივის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის პოლიციაში განაცხადეს. "ევრონიუსის" ინფორმაციით კი ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად სულ მცირე 27 პალესტინელი დაიღუპა.
ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად კი სულ მცირე 27 პალესტინელი დაიღუპა.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ლიდერი და მისი ოჯახის წევრები, ასევე რამდენიმე ბავშვი.
ადგილობრივ მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანია. წუხანდელი ღამის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორში 160 ობიექტზე განახორციელეს შეტევა.
ამასთან, "ჰამასის" ბოევიკებმა მანამდე ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
"არც ერთი სხვა ქვეყანა არ ცხოვრობს ასეთი საფრთხის ქვეშ და არც ერთი სხვა ქვეყანა არ შეეგუება ასეთ საფრთხეს. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავაფართოოთ ჩვენი ოპერაცია "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ", - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ეს თელ-ავივზე დარტყმის პირველი შემთხვევაა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტიდან. ცოტა ხნის წინ თელ-ავივში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც ქალაქში სროლების ხმა ისმოდა.
ამასთან დღეს, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, მათ ღაზას სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.