საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპელ კოლეგასთან, მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაგეგმილად მიმდინარეობს და საქართველოსთვის დამატებითი პირობების წაყენება არ მოხდება.
”როცა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ვსაუბრობდი, მოხარული ვიყავი ბ-ნი პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მომესმინა, რომ საქართველოს ამ პროცესში დამატებით პირობებს და წინაპირობებს არ წაუყენებენ. პროცესი დაგეგმილად მიმდინარეობს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიღწევა სათანადოდ იქნება შეფასებული.
დავით უსუფაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესება ბენეფიტებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ევროპასაც მოუტანს.
უსუფაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს მისი წვლილისთვის პარლამენტებს შორის ნაყოფიერი თანაშრომლობისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.