ხვალიდან ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს.
აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.