ირაკლი სესიაშვილი „ნაცმოძრაობას“ – „ოდეერებით“ მართავდით ქვეყანას
27-04-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ პლენარულ სხდომაზე ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი შეახსენა და განაცხადა, რომ „ნაციონალები“ ქვეყანას „ოდეერების“ მეშვეობით მართავდნენ, დღეს კი ისე მოაქვთ თავი, თითქოს მათი არსებობის შესახებ პირველად გაიგეს. სესიაშვილის განცხადებით, „ოდეერების“ სისტემა მისმა ხელისუფლებამ გააუქმა, ნაციონალურ მოძრაობას კი ორმაგი სტანდარტი აქვს.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ორმაგი სტანდარტი აქვს როგორც ევროპულ არჩევანთან, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

”თითქოსდა ჩვენ და ”ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ევროპული არჩევანი, სადაც ჩვენ ვაღწევთ ძალიან სერიოზულ შედეგებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყველაფერს ცდილობენ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობენ პარტნიორი პარტიის მეშვეობით მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია.

 

ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ გვინდა ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ მუდმივად გვესმის მათი მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობა”, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ე.წ. ფარულ ვიდეო ჩანაწერებს ეხებოდა.

 

”სულ რამდენიმე ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ე.წ. ფარული ვიდეო ჩანაწერების საკითხი და ნაძირლები უწოდა მათ ვინც ეს შექმნა და ორგანიზება მოახდინა. ისიც თქვა, რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არ უნდა იყოსო. ერთი უბრალოდ მაინტერესებს თქვენგან გავიგო, თუ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 28 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერს, ადამიანების წამებას, ათასობით ბიზნესმენის დატერორებას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ა.შ. თქვენ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, თუ უბრალოდ თავი არ გქონდათ რომ სიტუაცია გაგეკონტროლებინათ”, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი