მე ვარ არჩეული პირი და ბაღდათის მოსახლეობისთვის შეურცხმყოფელი იქნება მათ მიერ არჩეული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება, - განაცხადა ბაღადათის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
მისივე თქმით, მაქსიმალურად შეუწყო გამოძიებას ხელი, რაც დასტურდება მის მიერ დოკუმენტების სრულად გადაგზავნაში. ამასთან, გეგეშიძე აღნიშნავს, რომ არც ერთი მისი თანამშრომლისთვის არ უკითხავს თუ რა კითხვები დაუსვა გამოძიებამ და ასევე სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ ის შესაძლოა მიიმალოს.
პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსახლეობის შეურაცხყოფა არის ის, რომ მათი თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ბრალდების მხარემ ირაკლი გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდება 230 ათასი ლარის ოდენობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.