ვაშინგტონი ისრაელზე სარაკეტო შეტევების გაგრძელებას მკაცრად გმობს
09-07-2014, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონი მკაცრად გმობს ისრაელზე სარაკეტო შეტევების გაგრძელებას და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას ღაზას სექტორში და პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ყველა იმ შესაძლებელი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს, რაც "ჰამასის" "ბოევიკების" მიერ ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო შეტევებს შეაჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეინ ფსაკიმ განაცხადა.

 

 

 "არც ერთი ქვეყანა არ მისცემს თავს უფლებას მშვიდობიან მოქალაქეებზე სარაკეტო შეტევა განხორციელდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი ამ შეტევებისგან", - განაცხადა ჯეინ ფსაკიმ.

 

 

ამასთან, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარეკეტო შეტევები დაგმო გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელმაც კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდა, შეაჩერონ აგრესია.

 


"გენერალური მდივანი ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და თავიდან აიცილონ სამოქალაქო მსხვერპლი და საერთო დესტაბილიზაცია", - ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

"ჰამასის" ბოევიკებმა გუშინ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს. "ევრონიუსის" ინფორმაციით კი ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაშეტევას სულ მცირე 27 პალესტინელი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი