საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემას უარყოფს
27-04-2016, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. აქედან გამომდინარე, დღეს საზღვართან და მის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია.

 

”ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით. საკითხი სავარაუდოდ მას შემდეგ მოექცა თურქული მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2016 წლის 20 აპრილს გაიმართა ექსპერტთა მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მოინახულეს თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი, სადაც სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად. ანალოგიური სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება მდინარე ქარზამეთისწყალზე”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა „Daily Sabah“-ი წერს.

 

გამოცემის თანახმად, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი