უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო - "რია ნოვოსტის" ცნობით, აღნიშნული განცხადება სავჩენკოს ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა გააკეთა.
„მივიღე სავჩენკოს განცხადება მისი თანხმობის შესახებ, სასჯელის უკრაინაში მოხდასთან დაკავშირებით. პროცედურების თანახმად, მისთვის შესავსებად უნდა გადაეცათ საბუთები, რომელიც ამ პროცესს დაიწყება. ვიმედოვნებ, ეს პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ერთიდან ორ თვემდე გაგრძელდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა სავჩენკოს დის - ვერას კომენტარი, რომელმაც პატიმარი მოინახულა და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკვე ავსებს საბუთებს, რომელიც მას საპატიმროს ხელმძღვანელობამ გადასცა.
უკრაინელ მფრინავს, ჟურნალისტების მკვლელობის გამო, 22 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.