ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება, საქართველოც მოხვდა. დოკუმენტში მაგალითად მოყვანილია „რუსთავი 2“-ის საქმე.
„საქართველოშიყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი მაუწყებლის მესაკუთრესთან დაკავშირებით არსებული დავა დასრულდა იმით, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლა და დროებითი მმართველების დანიშვნა“, - წერია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე ნახსენებია „იდენტობის“ საქმე და ლგბტ საზოგადოების წევრების აქციაზე განვითარებული მოვლენები.
„ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ ვერ შეასრულა მოვალეობა დაეცვა დემონსტრანტები ძალადობისგან. საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შეძლეს ადეკვატურად დაეცვათ თავდასხმის მსხვერპლი ადამიანები აქციაზე, რომელიც ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებების დაცვის მიზნით გაიმართა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.