ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება სრულდება. საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასრულებს.
წირვაზე წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ სერობის შესახებ არის საუბარი - როდესაც უფალმა პირველად აზიარა მოციქულები და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის ბოლოს უწმინდესი, ტრადიციისამებრ, 12 მღვდელთმსახურს ფეხს დაბანს, როგორც ეს მოციქულების მიმართ თავმდაბლობის ნიშნად უფალმა აღასრულა.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებითაც მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.
დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით 12 სახარება შესრულდება. სასულიერო პირები წმინდა სახარებიდან 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილს, სადაც უფლის გაცემის, წამებისა და ჯვარცმის შესახებ იქნება საუბარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.