ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ერთ დღეს ძალიან გამართული იქნება
09-07-2014, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ნიჭიერების მჯერა და მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ერთ დღეს ძალიან გამართული იქნება" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრისას.
 


როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, სახელმწიფოს პრიორიტეტია -ახალგაზრდებს მისცეს საშუალება, ცოდნა საზღვარგარეთ იმ პირობით გაიღრმავონ, რომ ისინი სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ.

 

 

"ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რისკენაც ყველანი ერთად მივდივართ. ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენ ქვეყანას ვემსახუროთ. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახუროს. ჩვენ თქვენ ამის საშუალებას გაძლევთ. ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია. მე, როგორც პრემიერი, მაქსიმალურ მხარდაჭერას გიცხადებთ" - აღნიშნა პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

 


მისივე თქმით, სახელმწიფო გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომ ისინი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საჯარო სამსახურში იმუშავებენ.

 


"ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ თქვენს შესაფერის სამსახურს დაგახვედრებთ სამშობლოში დაბრუნებისთანავე. ვიცი, რომ საუბარია 3-დან 5 წლამდე, მაგრამ ამის შემდეგ, თუ თქვენ გექნებათ სურვილი, რომ მუშაობა ისევ საჯარო სექტორში განაგრძოთ, ამის სრული თავისუფლება გექნებათ. მიმაჩნია, რომ ახლაა შესაძლებლობა, სამშობლოსთვის კონსოლიდაცია მოვახდინოთ. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ნიჭიერების მჯერა და მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ერთ დღეს ძალიან გამართული იქნება" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების მსურველთა შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ცენტრის დაფინანსება 78-მა სტუდენტმა მოპოვა. გამარჯვებულთა შორის 49 მაგისტრანტი და 13 დოქტორანტია. დაფინანსება მოიპოვა შარშან გაცემული მიმდინარე გრანტის მფლობელმა 16 სტუდენტმაც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი