ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, კოსტავას ქუჩაზე „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა.
ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
18 წლის ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.