სირიის ქალაქ ალეპოს იმ ნაწილში, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტოლდება, ალ-ქუდის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმების შედეგად 20 ადამიანია მოკლული, მათ შორის სამი ბავშვი და ქალაქში დარჩენილი ბოლო პედიატრი. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" სირიაში ადამიანის უფლებების დაცვის სამეთვალყურეო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთში ბაზირებული ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული 6 დღის განმავლობაში სამთავრობო დარტყმების შედეგად 84 სამოქალაქო პირია მოკლული, ხოლო 49 სამოქალაქო პირი, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამბოხებულების საარტილერიო ცეცხლმა იმსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.