მაია ფანჯიკიძე: პრემიერს და მთავრობას სასურველად მიაჩნიათ, ნატო-ს სამიტში პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა
09-07-2014, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიზანშეწონილად, სასურველად მიაჩნიათ ნატო-ს სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მთავრობამ პრემიერთან ერთად იმსჯელა.

 


"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ISAF-ის შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 


ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული უელსის სამიტის დღის წესრიგი, მაგრამ მოსალოდნელია, გაიმართოს საგარეო საქემთა და თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი.

 

 

"შესაბამისად, დაკომპლექტება საქართველოს დელეგაცია, მაგრამ ISAF-ის შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს ISAF-ის საკითხებს, მის მომავალს, პრემიერს და მთავრობას მიზანშეწონილად, სასურველად მიაჩნიათ ამ სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

 


როგორც მინისტრმა განმარტა, თავად სამიტზე, რომელიც 4-5 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, გაიმართება ღონისძიებები, რომლშიც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები მონაწილეობენ.

 


უელსში ალიანსი საქართველოს MAP -ის ნაცვლად "გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას" შესთავაზებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი