თურქეთის ელჩი: თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა
28-04-2016, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქული მედიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის საელჩო ელჩის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევენთ გუმრუქჩუ განმარტავს, რომ საქართველოში თურქეთის ელჩი, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განმარტვას, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა.


”თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა. ამ თვეში, შესაბამისმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით. თურქეთ-საქართველოს საზღვარი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დადგინდა 1970-იან წლებში, რაც აღიარეს მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას და ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს”, - აცხადებს ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი