გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას მის ოჯახს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ედუარდ შევარდნაძემ განუმეორებელი წვლილი შეიტანა "ცივი ომის" დაძლევისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში.
"დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ამბავი. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მან განუმეორებელი წვლილი შეიტანა "ცივი ომის" დაძლევისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში. მისი ეს წვლილი გერმანიაში არასოდეს დაავიწყდებათ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მძიმე წლებში წინდახედულობითა და პასუხისმგებლობით განამტკიცა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, გააძლიერა თანამშრომლობა და მეგობრობა საქართველოსა და გერმანიას შორის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ქართველ ხალხს", – ნათქვამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სამძიმრის განცხადებაში.
ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს კრწანისში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.