თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
მან თითოეული სოფლის წარმომადგენლისგან მოისმინა, თუ რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ბარათებით მიწის დამუშავებისა და სხვა საგაზაფხულო სამუშაოების პროცესები. გამგებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
თათბირზე ასევე თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ფოლკლორის წრის ხელმძღვანელმა მაკა ონიანმა და ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „PIN“-ის პროექტის „ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2016 წელს განხორციელებული და ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.