გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს პატარა ტერიტორიაზე ნახავთ საუცხოო პლაჟებს, თვალწარმტაც მთებსა და უნიკალურ ისტორიულ ძეგლებს
28-04-2016, 06:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

 

 

”გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო პლაჟები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. სხვათა შორის, საქართველო არის მსოფლიო მეღვინეობის აკვანი. ჩემი ვიზიტი ხანმოკლეა, მაგრამ ჩემს გეგმებში შედის ადმინისტრაციასთან ერთი საკითხის განხილვა: როგორ ჩამოვიყვანოთ საქართველოში მეტი სტუდენტი ილინოისის უნივერსიტეტიდან და როგორ მოვიძიოთ თანამშრომლობის გზები. აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენეთ აქ გატარებული დრო, შეისისხლხორცეთ ცოდნა და ნუ მიიღებთ აქ მიღებულ გამოცდილებას, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა გაიფართოოთ ჰორიზონტი, გაეცნოთ თქვენი მსოფლმხედველობისგან განსხვავებულ იდეებს და თქვენგან განსახვავებულ ადამიანებს”, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს.

 

 

პრემიერმა დარბაზში მსხდომ ბიზნესმენებსაც მიმართა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

 

 

”საქართველოში ჩამოსულებს ჩვენ გაშლილი ხელით მიგიღებთ და გაგაცნობთ ბიზნესისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოს”, - განუცხადა ბიზნესმენებს პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის ლექტორებსა და ადმინისტრაციას იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ემსახურება ხვალინდელი დღის ლიდერების ჩამოყალიბებას მადლობა გადაუხადა.

 

 

”ამ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის პერიოდმა მართლაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე დიდად ვაფასებ ჩემს კავშირს ამ შესანიშნავ ინსტიტუტთან”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი