ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ადიგენში, სადაც თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების მოსაწესრიგებლად 533 191 ლარი დაიხარჯება. ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი 3 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაიგება. ამ ეტაპზე გზის მოსამზადებელი სამუშაოები და სანიაღვრე არხების მონტაჟი მიმდინარეობს.
ადიგენის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულის გარდა, სოფლების ენთელი- ფხერო- შოყა - ოქროს ციხეს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 3.2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.
აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ათეულობით წლების განმავლობაში აქაურებს გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. პროექტი, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება, გასულ წელს დაიწყო და მომავალ 2017 წელს დასრულდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით წელს მიმდინარე სამუშაოებს 658 ათასი ლარი მოხმარდება.
მიმდინარე წელს საავტომობილო გზის 2, 1 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება ასევე სოფლების - დიდი ზანავი, პატარა ზანავი, ჭულეს მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.