„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ დაიწყო
28-04-2016, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო.

 

 

კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და სხვა მოხალისეები შეუერთდნენ.

 

 

ღონისძიების მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის პოლიგონთან ახლოს მდებარე სასაფლაოს ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

 

 

მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი