საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულებულია.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარს დაეთმო. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ ქართულ მხარეს არ სურს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს პრობლემა შეექმნას.
მხარეებმა ასევე, ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. ამ მიმართულებით, რუსული მხარე პროცედურების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც, 15 სექტემბრიდან, თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისები დაიწყება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კარასინმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კითხვები ამოწურული არ არის და მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.
"კარგია, რომ მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. გვჭირდება ღია და კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს ხელშეკრულება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, მაშინ, როდესაც ორივე მხარის ძალისხმევის შედეგად, ქართული პროდუქციის ექსპორტი 4-ჯერ გაიზარდა. ტვირთბრუნვა საერთო ჯამში, 50%-ითაა გაზრდილი. უნდა ვისმჯელოთ, რაზე უნდა ვიყოთ მომავალში ორიენტირებული, რა ტარიფები იქნება. გავლენა რომ ექნება ეს ცხადია" - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისივე თქმით, რუსულმა მხარემ უნდა შეაფასოს, რა იქნება ასოცირების ხელშეკრულების ნეგატიური სიურპრიზები და თუ აღმოჩნდება, რომ გავლენა ძალიან სერიოზულია, მაშინ ეს, რუსული საზოგადოების მიერ ძალიან ცუდად იქნება აღქმული.
კარასინის განცხადებით, ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდეს. ასევე, უნდა მოხდეს მაღალი დონის შეხვედრების მომზადება, რათა საკითხი ზედაპირულად არ იყოს აღქმული.
საქართველო-რუსეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები ორი დღის წინ, ასევე, პრაღაში გამართულ საექსპერტო-საორგანიზაციო შეხვედრაზეც განიხილეს. მხარეებმა აღნიშნული დიალოგის მომავალში გაგრძელების სურვილიც გამოთქვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.